რესტორანი „Big Chefs“ განმარტავს, რატომ მოხვდა ნოდიკო ტატიშვილი საახალწლო კონცერტის აფიშაზე. რესტორანმა განცხადება გამოაქვეყნა და მომღერალს ბოდიში მოუხადა.
„ბოდიშს ვუხდით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენი რესტორნის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. მომღერალმა რამდენიმე კვირით ადრე გაგვაფრთხილა, რომ საახალწლო კონცერტში არ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აფიშა რომელიც ვრცელდება სოც. მედიაში ჩვენი შეცდომის შედეგია და ძალიან ვწუხვართ ამოს გამო. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მომღერალს!”, – აცხადებს „Big Chefs“.
მანამდე კი გავრცელებულ აფიშაზე მითითებული იყო, რომ ნოდიკო ტატიშვილი ახალი წლის ღამეს აღნიშნულ რესტორანში იმღერებდა.
კომენტარები