არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო. მას 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ მეფარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილშიც.
მოსამართლემ მეფარიძეს მუქარის ნაწილში 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ძალადობის ნაწილში 10 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და საბოლოოდ მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კომენტარები