კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების თითქმის ნახევარი (45%) მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკრაინაში მშვიდობას მოაახლოებს.
სოციოლოგები ასევე დაინტერესდნენ, შეუძლია თუ არა უკრაინას ტრამპის პირობებში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის იმედი ჰქონდეს.
გამოკითხულთა მხოლოდ 7% არის დარწმუნებული, რომ უკრაინისათვის მშვიდობა სრულიად სამართლიანი შეიძლება იყოს.
ამასთან, გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ მშვიდობა უკრაინისათვის სრულიად უსამართლო იქნება.
კომენტარები