ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატო გაზრდის სამხედრო ყოფნას ბალტიის ზღვაში ესტონეთსა და ფინეთს შორის Estlink 2წყალქვეშა კაბელის დაზიანების ფონზე.
„ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს წყალქვეშა კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიის შესახებ ფინეთში მიმდინარე გამოძიების შესახებ. გამოვხატე ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა. ნატო გააძლიერებს სამხედრო ყოფნას ბალტიის ზღვაში“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
კომენტარები