შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი ავია რეისი შეასრულა თუშეთის მიმართულებით და ადგილობრივ მოსახლეობას საახალწლო ნობათი ჩაუტანა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, თუშეთში იმყოფებოდნენ, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში დაკეტილია.
„ტრადიციისამებრ, თუშეთში მოზამთრე ოჯახებს ჩამოვუტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები და საახალწლო ნობათი. მინდა თუშეთიდან კახეთის რეგიონს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა.