აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, – იუწყება AP.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი გააგზავნის უკრაინაში 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს 20 იანვრამდე, სანამ ის აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტად რჩება.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს მოამარაგოს კიევი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის იარაღით.
მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას „ატაკამსისა“ და „სტორმ შადოვის“ რაკეტები უთავდება, რომლითაც რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს დარტყმებს.
კომენტარები