უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებაში, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და ამას რუსული საქმის კეთებას უკავშირებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებაში, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამოო. იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რუსული საქმე. უბრალოდ სასაცილოა, უბრალოდ ტრაგიკომედიაა. ზელენსკი იხდის მადლობას ბატონი ბიძინას დასანქცირებისთვის. მადლობას უხდის ბაიდენის ადმინისტრაციას. აი ამ ყველაფრის შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება რაიმე კითხვები გაჩნდეს და კიდევ თუ შეიძლება ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს, ის თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კირცხალიამ.