„პუფიზაცია“ გახსოვთ თქვენ რადიკალების, როგორ დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე მჯიღს ირტყამდნენ და იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. აი ამ მიუსვლელ ადგილას კიდევ მოვლენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„ხელის მოთბობა უნდათ, მაგრამ რაღაც ვითომ პრინციპულ საკითხებზე სინამდვილეში მათი დესტრუქციული პარტიული მიზნები რომ არის, იმაზე წამოსვლას ერიდებიან. მაგრამ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და რომელიც პირდაპირ გულისხმობს არჩევნების შემდგომ ბარიერ გადალახული პარტიის მიერ იმ ბენეფიტის მიღებას ბიუჯეტიდან, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო ან ის პარტია, რომელმაც მაგალითად, თავისი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამოიყენა ეს კვოტა, ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. აქ რაღაც ზედმეტი კითხვის დასმა უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს თითოეული აი ამ პარტიის წარმომადგენელს. „პუფიზაცია“ გახსოვთ თქვენ რადიკალების, როგორ დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე ისინი ყველა ერთიმეორეზე უფრო მეტი სიმკაცრით მჯიღს ირტყამდნენ და იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. აი ამ მიუსვლელ ადგილას კიდევ მოვლენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობაში“, რომელიც ერთ-ერთია იმ ბარიერ გადალახულ პარტიებს შორის, რომელიც დაფინანსებას იღებს და გუშინ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, დღეს ამბობენ, რომ თანხის მიღება არჩევნების აღიარებას არ ნიშნავს. პარალელურად, ამ თემამ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია, ისინი ნიკა გვარამიამ გააკრიტიკა.