ანსამბლი „შვიდკაცა” 25 წელზე მეტია სიმღერითა და გალობით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და დედა ეკლესიას. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა, – განცხადებას სოციალურ ქსელში ანსამბლი „შვიდკაცა“ ავრცელებს.
„ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ყოფს და ანგრევს. ერთმანეთის აზრის და საქმის პატივისცემა, ერთმანეთის გატანა და ურთიერთსიყვარული გადაგვარჩენს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – წერია ანსამბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები