თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა; მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე, მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი როლი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით. არც მკრეხელობაში ჩამითვალოთ, არც გაზვიადებაში და სხვა მიზნებში, მაგრამ ალბათ, როდესაც თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა; მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე, მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი როლი. მაშინ სხვა საჭიროებები იყო, დღეს 21-ე საუკუნეა.
მე ამას პირდაპირ არ ვამბობ. მაგრამ კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი. თავისი შრომით, თავისი ენერგიით, თავისი მეცენატობით, რომელიც შეუფასებელია, მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. ასე გადაედოს ადამიანს ქვეყნისთვის ყველაფერი, მე მსგავსი მაგალითი არ ვიცი”, – განაცხადა მანანა კონახიძემ.
კომენტარები