ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში პოპულარულ ბარში ძლიერმა ხანძარმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი პოპულარულ ჩატუჩაკის რაიონში მდებარე ბარის სცენასთან გაჩნდა, რის შემდეგაც სწრაფად გავრცელდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და ოთახის კვამლით შევსება გამოიწვია.
ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ყვირიან პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლები, როდესაც ცეცხლმოკიდებული წინა კარიდან გარბიან – ზოგიერთ მათგანის ტანსაცმელს ცეცხლი უკიდია.
მეხანძრეებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე შუაღამის შემდეგ მალევე მივიდნენ, ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. გარდაცვლილთა ცხედრების დიდი ნაწილი სააბაზანოში იპოვეს, სადაც, როგორც ჩანს, თავშესაფარს ეძებდნენ.
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
