უკრაინული ანალიტიკური პორტალი „ომის ინფოგრაფიკა” წერს, რომ რუსეთის არმიამ 2024 წელს უკრაინის ტერიტორიის 2 800 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მოახდინა.
ექსპერტები წერენ, რომ ოკუპანტის კონტროლს კიევზე სამჯერ დიდი ფართობის ტერიტორია დაექვემდებარა, მათი შეფასებით უკრაინის არმია მტერთან გასამკლავებლად ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკლებობას განიცდის.
ამის გამო ბოლო ერთ კვირაში ოკუპანტმა დონეცკის ოლქში კვლავ წინ წაიწია. უკრაინის გენშტაბის ცნობით მძიმე ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით გრძელდება, მათ შორის ჩასოვ იარისა და ტორეცკის სიახლოვეს.
კომენტარები