არაერთხელ მითქვამს, რომ ბაიდენის „ღია საზღვრების“ პოლიტიკასთან ერთად რადიკალური ისლამური ტერორიზმი და ძალადობრივი დანაშაულის სხვა ფორმები ისე გაუარესდება ამერიკაში, რომ ამის წარმოდგენა ან დაჯერებაც კი რთული გახდება, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„დადგა ეს დრო, [თუმცა] იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ოდესმე წარმოიდგენდა. ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, სრული კატასტროფა. ის, რაც მან და მისმა ჯგუფმა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, მალე არ დაგვავიწყდება!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები