უკრაინის პოლიციამ 59 და 52 წლის მამაკაცები დააკავა, რომლებიც ომში არ წასვლის მსურველები ნაგავში დამალული საზღვარგარეთ გადაჰყავდათ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ზაკარპატიის ოლქის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მამაკაცებს ადამიანები უკრაინიდან რუმინეთში გადაჰყავდა. ამის სანაცვლოდ ისინი თითო გადასაყვანი ადამიანისგან 4500 აშშ დოლარს იღებდნენ.
ბრალდებულების ჩხრეკის დროს პოლიციამ 2500 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
კომენტარები