ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან ტესლას მარკის ავტომობილი ამერიკელმა სპეცრაზმელმა, 37 წლის მეტიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სპეცდანიშნულების დანაყოფის სერჟანტის ვინაობა, აფეთქების ადგილზე მისი საბუთების და სამი მობილური ტელეფონის აღმოჩენის შედეგ დადგინდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.
გამოძიებამ, ლას-ვეგასსა და ნიუ-ორლეანში მომხდარი ინციდენტების პარალელების კვლევა დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის კავშირი არ იკვეთება.
კომენტარები