გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სირიაში ფრანგ კოლეგასთან, ჟან ნოელ ბაროტთან ერთად იმყოფება. ევროპელი დიპლომატები ქვეყნის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ შარას შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო.
ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია აპირებს, დაეხმაროს სირიის ხელისუფლებას ინკლუზიური, მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში.
ამასთან, სირიაში ვიზიტით მყოფმა ბერბოკმა ციხე მოინახულა და გამოვიდა მოწოდებით, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართონ სედნაიას ციხის წამებაში მონაწილეთა სათანადოდ დასასჯელად.
„ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ქმედებების შედეგად დაღუპულთა სიცოცხლეს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ჩვენ, ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, შეგვიძლია, დაგეხმაროთ სამართლიანობის აღსრულებაში“, – განაცხადა ბერბოკმა.