უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
სარაკეტო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა ქალაქის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, „ისკანდერ ემ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და 13 უპილოტო თვითმფრინავი გაანეიტრალეს.
რუსეთმა უპილოტო აპარატები კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის მიმართულებით გაუშვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უპილოტო აპარატების წინააღმდეგ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
კომენტარები