სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 იანვარს რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის შოსტკინის რაიონზე იერიში მიიტანეს და საცხოვრებელ ხუთსართულიან კორპუსზე საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.
იერიშის შედეგად სრუალიად ჩამოინგრა ერთი სადარბაზო, რომლიც ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. ამჟამად ადგილზე ამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
რეგიონის პროკურატურის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კვარტლებზე ორი ბომბი ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე: სამი ზრდასრული, ორი წლის გოგონა და ორი წლის ბიჭი.
პროკურატურამ ომის კანონების დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო.
კომენტარები