იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ფლორიდაში, მარ-ალაოს რეზიდენციაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.შეხვედრის შესახებ დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან აპირებდა უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ვაჭრობის საკითხების განხილვას, ასევე იგეგმებოდა თეირანში დეკემბერში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტის საქმეზე მსჯელობა.
იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა 19 დეკემბერს ირანის დედაქალაქში დააკავეს მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე მილანის მალპენსას აეროპორტში აშშ-ის ორდერის საფუძველზე დააკავეს ირანელი ბიზნესმენი მუჰამედ აბედინი. აშშ მას დრონებისთვისნაწილების მიწოდებაში ადანაშაულებს, რომლებიც იორდანიაში 2023 წლის თავდასხმისას გამოიყენეს, რასაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.
ირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას ჯორჯია მელონი რომში ვიზიტისას აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც შეხვდება.