გერმანიის პოლიციამ ბერლინში საცხოვრებელი სახლის მისამართით ფოიერვერკის სროლისთვის 23 წლის ბლოგერი დააკავა. ის ბერლინის აეროპორტში ცეცხლის წაკიდების მცდელობის, სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისა და ქონებრივი ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
ბლოგერი თავად იღებდა ფოიერვერკის სროლის ვიდეოს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. აღნიშნული ვიდეო ბლოგერის „ინსტაგრამის“ გვერდზე აღარ არის ხელმისაწვდომი.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ბინის მცხოვრებლებმა შეძლეს ხანძრის სწრაფად ჩაქრობა.
„ინსტაგრამის“ და „ტიკ-ტოკის“ ანგარიშებზე გამოქვეყნებულ შემდგომ ვიდეოებში ბლოგერმა თქვა, რომ მომხდარი „შეცდომა იყო“. მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო „ტიკ-ტოკში“, სადაც ჩანს, რომ ის ბოდიშს უხდის ბინის მფლობელს.
დაკავებამდე მან აღშფოთება და გაკვირვება გამოხატა მომხდარის გამოძიების მიმართ. ერთ-ერთ ვიდეოში ბლოგერმა თქვა, რომ ეს მოხდა გერმანიაში არსებული რასიზმის გამო და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა.