ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. თელავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების დაბრუნება მოითხოვეს. ისმოდა პრემიერ ნეთანიაჰუს და მთავრობის გადადგომის მოწოდებებიც.
აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.
კომენტარები