თურქეთი 509-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზი, რომელიც 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის სარკინიგზო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მაგისტრალის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მასშტაბურ პროექტზე თურქეთის პრეზიდენტმა, რიზეში, მმართველი პარტიის კონგრესზე ისაუბრა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქები ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლის ხაზით დაუკავშირდებიან, საწყისი წერტილი სამსუნი, საბოლოო კი სარფი იქნება.
კომენტარები