ვაშინგტონში ძლიერი თოვლისა და ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებშიც. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
უამინდობის გამო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში 3000-ზე მეტი ფრენა გადაიდო, 1700-ზე მეტი კი გაუქმდა.