აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჩოი სანგ-მოკის შეხვდა.
ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი სრულად ენდობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჩოი სანგ-მოკის ხელმძღვანელობას.
ამასთან, ბლინკენმა შეხვედრაზე აღნიშნა ვაშინგტონის „ურყევი ერთგულება“ სამხრეთ კორეის მიმართ.
ჩოისთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჩო-ტაე-იულთან.
კომენტარები