აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ კანადის ოპოზიციის ლიდერი, პიერ პუალიევრი კანადის პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. ჩვენი შეხედულებები, რა თქმა უნდა, უფრო შეთანხმებული იქნებოდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.
კომენტარები