ცენტრალურ კალიფორნიაში აკუმულატორების წარმოების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქარხანა იწვის, – წერს Politico.
ეს მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავია. ცეცხლი მონტერეის რაიონში მდებარე ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ლითიუმისგან ბატარეებსა და აკუმულატორებს აწარმოებს.
„ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მონტერეის რაიონის პრეს-სპიკერმა ჯენი ლიონმა.
სამართალდამცავებმა ქარხანაში დასაქმებულების ევაკუაცია განახორციელეს, ახლოსმდებარე რაიონების მაცხოვრებლებს კი მოუწოდეს არ გააღონ ფანჯრები და იყვნენ ფრთხილად.
კომენტარები