2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ით მეტია.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში 88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში 51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები