პოლიტიკური სარგებლის მიღების სურვილი ქვეყნის განვითარების შეჩერების მცდელობით – ასე აფასებენ მმართველი გუნდის წევრები რადიკალების ქმედებას, რისი მიზანიც საქართველოში როკ ბენდის, Guns N’ Roses-ის კონცერტის ჩაშლაა.
კონცერტი არ უნდა გაიმართოს – ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს, როკ მუსიკის ისტორიაში ლეგენდარული ბენდი, Guns N’ Roses 30 მაისს გახსნის.
კომენტარები