საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლა ევროპის დედაქალაქებისთვის პანღურის ტოლფასი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
სებასტიან ლეკორნუს თქმით, ევროპამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს თავდაცვითი ავტონომიის ჩარჩო.
ლეკორნუს ვარაუდით, ტრამპის „სასტიკმა სიტყვებმა“ შეიძლება გამოიწვიოს ევროპაში „შოკი და გააზრება“ ავტონომიის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როდესაც „მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ცდუნება ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ მოხვედრის“.
ლეკორნუმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის დედაქალაქებს, განავითარონ თავდაცვითი მრეწველობა, და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატებისგან მეტი იარაღის ყიდვის სურვილი ისტორიული წინააღმდეგობაა“.
კომენტარები