სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირთა შორის არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
კომენტარები