როგორც ჩანს, დიფ სთეითს, რომელსაც ტრამპმა გამოუცხადა ბრძოლა, ჯერ კიდევ აქვს გავლენები სხვადასხვა ქვეყნებში, საბანკო სექტორში, საერთაშორისო მედიაში რადგან ხედავთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლა კვლავ გრძელდება, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს დაცვას გააგრძელებს.
„ეს კიდევ ერთი ზეწოლის მექანიზმია, რომ მან უარი თქვას, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე და პირადი ინტერესები გაცვალოს იმ დავალებებზე, რომელსაც ქვეყნის გარედან იძლეოდნენ. თქვენ იცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და როგორც მანამდე, ახლაც ბიძინა ივანიშვილი დაიცავს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.