ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.
პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.
თამაში ხვალ თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.
კომენტარები