ბულგარეთში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში გერმანელი მოფარიკავე ანგარიშით 15:10 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ტუნისელ სპორტსმენს ანგარიშით 15:14 სძლია. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალი სამხრეთკორეელ სპორტსმენთან ანგარიშით 13:15 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.
26 იანვარს ბრძოლები გუნდური ასპარეზობით დასრულდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და ალექსანდრე თავართქილაძე.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები