საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ 4 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმიანება. ელჩი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა ამ შეთანხმებაში. ელჩის თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის გამოვლინებაა.
ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ დიდ მხარდაჭერასა და სოლიდარობას გრძნობენ საქართველოსგანაც.
„გუშინ მთელი ერი ტიროდა, როცა ლირი, დანიელა, კარინა და ნორმა გაათავისუფლეს 477 დღის შემდეგ. „ჰამასმა“ საშინელება ჩაიდინა. ეს არ არის გაცვლა, ჩვენ ვიბრუნებთ მოქალაქეებს, ჯარისკაცებს. 7 გაუშვეს, 26 დარჩა, ხოლო 65 ამ შეთანხმებაში არ შედის. წარმოდგენა არ გვაქვს როგორ არიან, რა მდგომარეობაში. ყველა ძალადობის გამოვლინებას პასუხი გაეცემა ისრაელის მხრიდან. სიტუაციას კვლავ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებით გახარებულები ვართ, თან დამწუხრებულები ვართ დაღუპულებისა და ტყვეობაში დარჩენილების გამო.
ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა ამ შეთანხმებაში, ის თავად ჩაერთო და „ჰამასზე“ ზეწოლას ახდენდა, რომ ეს შეთანხმება ყოფილიყო. ეს ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის გამოვლინებაა. მადლობლები ვართ. ასევე, დიდ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვგრძნობთ საქართველოსგან. ხალხი ინტერესდება, თვალს ადევნებს მოვლენებს და მათი სოლიდარობა გულს გვითბობს“, – აცხადებს ელჩი.