ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთს არ სურს, ევროკავშირი ლუზერთა კლუბად იქცეს. მისივე შეფასებით, ბრიუსელში ცვლილებების დროა.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში ასევე გააზიარა ერთ-ერთ ღონისძიებაზე საკუთარი გამოსვლის ვიდეო, სადაც აღნიშნავს: „ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ. ნუ მისცემთ უფლებას, მოგატყუონ, როცა იზოლირებულებს ჩვენ გვეძახიან. ჩვენ შევეჩეხეთ ძველ კომუნისტურ ხრიკს: ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ ოპონენტებს იმაში, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე ისაა, რომ არცერთი სხვა კონტინენტი არ არის ისეთი იზოლირებული მსოფლიო წესრიგის ყველა მთავარი მოთამაშისგან. ევროპა იზოლირებულია ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისგან, ევროპელმა ლიბერალებმა დონალდ ტრამპი დემონად დახატეს და ეს, სამწუხაროდ, გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასაც. ევროკავშირი ჩინეთისგან იზოლირდა იმით, რომ ერთ-ერთ მსოფლიო ეკონომიკურ ზესახელმწიფოს სისტემური კონკურენტი უწოდა და მის წინააღმდეგ სატარიფო ომი დაიწყო. ევროკავშირი ასევე იზოლირდა რუსეთისგან, ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, როგორც თავისს, ისე მოიხსენიებენ. მათ მოშალეს იაფი რუსული ენერგია, მოწინავე ევროპული ტექნოლოგია და ეკონომიკური სტრუქტურა ჩანაცვლების გარეშე. ევროკავშირი იზოლირდა მომავლის კონტინენტისგან – აფრიკისგან. საღი აზრის ნაცვლად, მათი თანამშრომლობა განპირობებული იყო ლგბტქ და გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელიც სრულიად უცხოა ამ რეგიონისთვის, რითაც შეუძლებელი გახადა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება. თუ ასე გაგრძელდება, ევროკავშირი გახდება ახალი მსოფლიო წესრიგის აბსოლუტური ლუზერი. ჩვენ მადლობას გიხდით, მაგრამ არ გვინდა ამ ლუზერობის ნაწილი, ჩვენ გვინდა მეგობრები, თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირები და სარგებელი საერთაშორისო პოლიტიკაში“.