მაკკეინის ინსტიტუტი ასრულებს იმ დაკვეთას, რაც იმ გლობალური ძალებიდან მომდინარეობს იმისთვის, რომ აქ ქაოსი, არეულობა და ხელშეწყობა მოახდინოს იმ ძალებისა, რომელიც მათთვის მისაღებია, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის გაკეთებული საჯარო განცხადება სოციალურ ქსელებში, სადაც ის პირდაპირ დაემუქრა საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რომ „ნახეთ თქვენ რა დღე დაგიდგებათ ძალიან მალე“.
ახლა უკვე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ გამოაცხადა პირდაპირი ბრძოლა „დიფ სთეითთან“, შეაჩერა გარკვეული პერიოდით უცხოური დაფინანსებები, გამჭვირვალობის კომპონენტზე, ოჯახური ღირებულებების კომპონენტზეა ორიენტირებული, მისი [თორნტონის] მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომელიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი იყო ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის და ის ფაქტობრივად, გარკვეულწილად ბრალდებებს უყენებს დონალდ ტრამპს.
აშშ-ის პრეზიდენტად პირველი ვადით როდესაც დონალდ ტრამპი აირჩიეს, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ რაღაცნაირად შეეკედლონ და თავისი თავი დაახლოებულად წარმოაჩინონ ჩვენს საზოგადოებაში ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან, რა განცხადებებს აკეთებდნენ დონალდ ტრამპთან მიმართებაში – პირველ რიგში ისინი ცალსახად ხაზს უსვამდნენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, რომ ტრამპი არის სავარაუდოდ რუსული პროექტი.
დღეს ცდილობენ, რომ გვაჩვენონ, თითქოს ისინი უფრო ახლოს არიან ტრამპის ადმინისტრაციასთან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.