45 წლის ცნობილი ბრაზილიელი ბლოგერი, რიკარდო გოდოი საოპერაციო მაგიდაზე, ზოგადი ანესთეზიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას thesun-ი ავრცელებს.
მამაკაცს ანესთეზია კერძო კლინიკაში გაუკეთეს, რათა მისთვის მთელს ზურგზე ტატუ გაეკეთებინათ. ანესთეზიის სხეულში შეყვანის შემდეგ, მამაკაცს გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს.
მედიის ინფორმაციით, ბლოგერმა ტატუ სალონი დაიქირავა, რომლებმაც თვის მხრივ კერძო კლინიკა და პერსონალი დაიქირავეს, რომელსაც მამაკაცისთვის ანესთეზია უნდა გაეკეთებინათ.
45 წლის ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები