უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კურსკის ოლქის დასახლება კორენევო დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დიზელს და რეაქტიულ საწვავს ამზადებს და ქვეყნის ოთხ უმსხვილეს საწარმოში შედის.
რაც შეეხება კორენევოს, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, იქ განლაგებული იყო წყნარი ოკეანის ოპერატიული ჯგუფის სამართავი პუნქტი. თავდასხმის შედეგები და მასშტაბები ზუსტდება.
კომენტარები