ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე შეზღუდვის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის იარაღი, რომელიც ისრაელს თავდაცვისთვის სჭირდება. „მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეასრულა პირობა ისრაელისთვის იმ იარაღის მიწოდებაზე, რომელიც თავდაცვისთვის გვჭირდება, ჩვენს საერთო მტრებთან დასაპირისპირებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ტრამპმა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდებაზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვა, გუშინ გააუქმა.
კომენტარები