სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. მიმდინარეობს ქრობის პროცესი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები