კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც ქართველი დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გულისხმობს.
„კეს კესე PACE, EU ენდ OSCE ?! ტრამპის ადმინისტრაციისთვის ვიზების გაჩერების “კეს-კესე” არა გაქვთ?! ვერც ორი სქესის და გამჭვირვალეობის კანონებს უწუნებთ ძია დონალდს! თუმცა მაგის “პასე” ვინ მოგცათ თქვე ლაჩრებო! ცილისწამების, სიცრუის, კორუფციის! ფარისევლების €კავშირად გადაიქეცით!“, – წერს ხაინდრავა.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.