სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „The Hill-ის“ სტატიის ჩასწორებაზე საუბრისას.
„ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწორ-ჩამოასწოროს განცხადებები, ის ისტორიაში მაინც დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი. განცხადებებში პირდაპირ ამბობდა და ამბობს, რომ მისი პატრონები არიან უცხოეთში და მას ლეგიტიმაცია აქვს უცხოეთიდან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
გამოცემა „ჰილის“ სტატიაში ზურაბიშვილის ციტატა საპირისპირო კონტექსტით ჩასწორდა. მსოფლიო პრესის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი ქმედება კი ეჭვებს აჩენს თბილისში, მითუმეტეს, რომ ცვლილება ზურაბიშვილის გზავნილის მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
კომენტარები