ზოგიერთი ,,უსამშობლოს” სიხარბით წაქეზებული ,,გლობალური ომის პარტიის” მესვეურები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ,,ცეცხლი” გააღვივონ და გააცოცხლონ პულსშენელებული გაურკვეველი ,,პროტესტი, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე და სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, არ შეიძლება მუდმივად აჯანჯღარო წინაპრების დიდი ჯაფითა და გარჯით, გმირების თავგანწირვით შეკოწიწებული ქვეყანა. ის დარწმუნებულია, რომ ამ ზეწოლას ქართველი ხალხი გაუძლებს და თავისი გონიერებით დაუშვებს ,,სოროსის” ლეკვების“ გამარჯვებას.
„ჩვენ არ დავთმობთ სუვერენიტეტს… ჩვენ არ დავთმობთ მშვიდობას და შედეგად ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთის და სხვების პატივისცემასაც. არ შეიძლება მუდმივად აჯანჯღარო წინაპრების დიდი ჯაფითა და გარჯით, გმირების თავგანწირვით შეკოწიწებული ქვეყანა.
ზოგიერთი ,,უსამშობლოს” სიხარბით წაქეზებული ,,გლობალური ომის პარტიის” მესვეურები, მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ,,ცეცხლი” გააღვივონ და გააცოცხლონ პულსშენელებული გაურკვეველი ,,პროტესტი” (გუშინდელი ,,ევროპული” გადაწყვეტილებაც ხომ ამის მაგალითია).
ბუჩქებსა თუ სხვის ზურგს ამოფარებული ოპოლიდერები ამერიკულ ინაუგურაციაზე თავიანთ ,,მესიჯებს” ცვლიან (ხალხს ყველაფერი ახსოვს). ხვალ რომ ევროპაში პოლიტიკური ამინდი შეიცვალოს ესენი ,,ანაფორაში” გამოეწყობიან.
არჩევნები არ გაყალბებულა!!! არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. ამას აღიარებენ ნამუს, თუ ,,კოკა-კოლა” გარეცხილებიც… მაშინ რას ცოდვილობენ?! – ,,ფული ბაბაია..ფული”- კიკუს ნაშიერები გამწარებულები არიან ,,დიფ სთეითზე” ტრამპისეული შეტევით, თან არ ასვენებთ ჩვენეული ,,გამჭვირვალობა”. ჩვენი ხალხის გონიერებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა ,,სოროსის” ლეკვები ამ ქვეყანას ვერ ჩამოშლიან და დავუბრუნდებით ბრძენ ილიასეულ შეგონებას – ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, – წერს ზაალ მიქელაძე.