ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ შეაფასა.
„თქვენ ნახეთ, ეს უსამშობლოები, ადგილობრივები ვინც გვყავს, ე.წ. ოპოზიცია, რადიკალების, მორიგ ჯერზე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკრაინელი გონჩარენკოები ერთად. როთებს და გონჩარენკოებს ვეძახი ამათ. გონჩარენკოები ხართ თქვენ თავიდან ბოლომდე, რომლებიც დღემდე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვით დღენიადაგ, პირველივე დღიდან. თქვენ არ გაინტერესებთ ქართული ინტერესები, ქართველი ხალხის დაკვეთა და ხარობდით იქ, რომ აი თურმე როგორ აშანტაჟებენ ქართულ სახელმწიფოს, როგორ ემუქრებიან, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
უკრაინელი ჟურნალისტის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული.