ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს – საქართველო უპირველეს ყოვლისა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მან ისაუბრა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
„ფაქტია, რომ მოღალატეობრივ გზას დაადგა სალომე ზურაბიშვილიც და ნებისმიერი სხვაც, ვინც მან ეგრეთ წოდებულ თავის ავადხსენებულ ქოლგის ქვეშ გააერთიანა. უნდათ თუ არ უნდათ მეორე საკითხია, მაგრამ ეს სცენარი იშლება და ახლა ახალი სცენარი წამოვიდა, რომ სალომე ზურაბიშვილი რომელსაც სისხლში არ აქვს ხელები, არის თურმე საქართველოს ლიდერი. საქართველოსთან დაკავშირებით ერთი საკითხია, მაგრამ საკმაოდ ჩამოუყალიბებელია ჯერ კიდევ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებიც. იქ ფონ დერ ლაეანის განცხადება ნახეთ, უკვე ტრამპის ქება დაიწყეს, იქ საფრანგეთი ამბობს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით თავის სამხედრო ძალებს გამოიყენებს რათა ევროპული საზღვრები დაიცვას და გრანლანდიის სუვერენიტეტი თავდასხმისგან [დაიცვას] იქ საკმაოდ სერიოზული წიაღსვლებია. ჩვენ ჩვენი გვენაღვლება როგორც ვთქვით, მაგრამ პატარაა საქართველო თავის რესურსით იმისათვის რათა ამ პროცესებზე გავლენა მოახდინოს, აქედან გამომდინარე ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა ვოლსკიმ.