“კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, რომ თურმე ევროპას უნდა ჰქონდეს ცენტრალური როლი აშშ-სა და რუსეთს შორის. წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში წერს და გამოდის, რომ ტრამპს “ემათხოვრება”, მოლაპარაკებებში ჩაგვრთეო. ხვდებით ხომ, სად, რა დონეზეა დაცემული ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან მისასვლელი პირი არ აქვს და სოციალური ქსელის საშუალებით ემესიჯება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ევროკავშირის იმედად რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველო დღეს ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე იქნებოდა.
„კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, რომ თურმე ევროპას უნდა ჰქონდეს ცენტრალური როლი აშშ-სა და რუსეთს შორის. წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში წერს და გამოდის, რომ ტრამპს “ემათხოვრება”, მოლაპარაკებებში ჩაგვრთეო.
ხვდებით ხომ, სად, რა დონეზეა დაცემული ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან მისასვლელი პირი არ აქვს და სოციალური ქსელის საშუალებით ემესიჯება.
ამათი იმედი უნდა გვქონოდა ჩვენ, რომ გვაწვებოდნენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო?
ამათ შეეძლოთ ჩვენ გვერდზე დგომა?
ეს კლოუნების შემადგენლობა ერთ პოსტსაც არ დაწერდა სოციალურ ქსელში, ჩვენ კი, დღეს ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე ვიქნებოდით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.