აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს შტაბბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას პიტ ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნატო კვლავ დიდებული უნდა გავხადოთ“.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მას მკაფიო მისია დაავალა, მიაღწიოს მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და ასევე დააყენოს ამერიკა პირველ ადგილზე.
„ნატო დიდებული ალიანსია, ყველაზე წარმატებული თავდაცვის ალიანსი ისტორიაში. მაგრამ იმისათვის, რომ გაუძლოს მომავალს, ჩვენმა პარტნიორებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის“, – დასძინა მან.
კომენტარები