უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ გეგმავს შეხვედრებს რუს ოფიციალურ პირებთან, გარდა ვლადიმირ პუტინისა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპთან ერთად შეიმუშავებენ საერთო გეგმას ომის დასრულების შესახებ.
„არ ვაპირებ შეხვედრას რუსებთან. არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა მათ ეს… მე მხოლოდ პუტინს შევხვდები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ტრამპთან ერთად შევიმუშავებთ საერთო გეგმას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევხვდები. არ იქნება სხვა პლატფორმები კომპრომისებით“, – დასძინა მან.
კომენტარები