ეს ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლორა თორნტონზე, ასევე მაკკეინის ინსტიტუტთან კავშირში მყოფ სხვა პირებზე საუბრისას.
მათიკაშვილი ამ კომენტარით გამოეხმაურა თორნტონის იმ განცხადებას, სადაც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.
„იმ მოცემულობაში, როდესაც ისინი მოისაკლისებენ იმას, რომ გვამები არ იყო და სისხლი არ დაიღვარა კონკრეტული პროტესტების დროს, როდესაც ქვეყანას უსურვებენ ეკონომიკურ კრიზისს და როცა ყველა მათი განცხადებამ ამ ქალბატონის და ასევე ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამიზნული, ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.