ეს არის მარიონეტული ჯგუფი, საკმაოდ აგრესიული, კარგად დაფინანსებული, რომელმაც ახლა ასეთი მითითება მიიღო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი რადიკალური ოპოზიციის მიერ წამოწყებულ ანტიამერიკული კამპანიას.
„ჩვენთვის ეს არის არა ოპოზიცია, თუნდაც რადიკალური ოპოზიცია, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა აგენტურული ჯგუფი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკული კამპანია გრძელდება. მეორე დღეა თეთრი სახლის ლიდერი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. დონალდ ტრამპის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებებიც.
კომენტარები